სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტის ფუნქციებია:
აეროდრომების, ვერტოდრომების სერტიფიცირება და მათზე ზედამხედველობა;
აეროდრომებისა და ვერტოდრომების რეგისტრაცია;
აეროდრომის შუქტექნიკური სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა;
კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ავიასაწვავგასამართი საწარმოების სერტიფიცირება, მათი ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
საწვავგასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ტექნიკური პერსონალის მოწმობების გაცემა;
აეროდრომებისა და ვერტოდრომების უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება;
კომპეტენციის ფარგლებში, საავარიო – სამაშველო სამუშაოებში ჩართული მონაწილე მხარეების ზედამხედველობა და საავარიო – სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შეთანხმება, კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო მასალის პროექტების მომზადება;
კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება;
საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონების განსაზღვრა.