სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

 

  • სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ,,ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით“ (CAAA) ნაკისრი ვალდებულებების ანალიზს და ამ ვალდებებულებების ფარგლებში დასანერგი ევროპული რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სამოქმედო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების პროექტების შემუშავებას – განხილვაში მონაწილეობას;
  •  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და ავიაციის სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობას;
  • ევროკავშირის რეგულაციებთან და დირექტივებთან, ჩიკაგოს კონვეციასთან და მის დანართებთან ავიაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობას;
  • სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად წინადადებების მომზადებას საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
  • სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზას;
  • სააგენტოს თანამშრომელთა სამართლებრივი ინფორმირებას;
  • სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში.

 

სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი

ნინო წოტოიძე

დეპარტამენტის უფროსი

ტელ: +(995 32) 94 80 10 (შიდა ნომერი 122)