GEO    
ENG


  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
27 სექტემბერი 2020
სიახლეები და განცხადებები

28 Jul.'20 | რიგა - თბილისი - რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება

საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება. აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „airBaltic“-ს შორის. ავიაკომპანია რიგა - თბილისი - რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირებას თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით განახორციელებს, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, რეგულარული რეისების შესრულება აღნიშნულ მიმართულებაზე ორი სიხშირით იგეგმება. ავიარეისების განრიგი ასეთია:

  • რიგა - თბილისი, 20 აგვისტომდე - ყოველ ოთხშაბათს (5, 12, 19 აგვისტო);
  • თბილისი - რიგა, 20 აგვისტოს ჩათვლით - ყოველ ხუთშაბათს (6, 13, 20 აგვისტო);
  • რიგა - თბილისი, 20 აგვისტოს შემდეგ - კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას;
  • თბილისი - რიგა, 20 აგვისტოს შემდეგ - კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და ორშაბათს;

ფრენები Airbus A220-300  ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

რიგა წარმოადგენს მესამე საერთაშორისო მიმართულებას, რომელთანაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აგვისტოდან განახლდება. 2 აგვისტოდან, მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას ავიაკომპანია Lufthansa აღადგენს, ხოლო 8 აგვისტოდან, პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას ავიაკომპანია Air France განაახლებს.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო