Finance and Economic Analysis Department

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

 

  • ეკონომიკურად მომგებიანი და კონკურენტუნარიანი სამოქალაქო ავიაციის ჩამოყალიბების სტრატეგიის შემუშავებასა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობას;
  • საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების საექსპლუატაციო-ეკონომიკური მონაცემების წარმოებას და მათი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მიწოდებას დადგენილი ფორმების შესაბამისად;
  • საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესრულების ფინანსური შესაძლებლობების შეფასებას და ანალიზს, საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისთვის გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემას, შესაბამისი რეესტრის წარმოებას, მათი ფინანსური მდგრადობის შეფასებას, ანალიზს და მუდმივ ზედამხედველობას;
  • სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთის გამოთვლაში მონაწილეობის მიღებას;
  • საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვას;
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
  • სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა -პატრონობას;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელებას და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად;
  • სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
  • სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფას.

 

საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი

ზურაბ კოპლატაძე

დეპარტამენტის უფროსი

ტელ:    + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 118)