აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

 

  • აეროდრომებისა და ვერტოდრომების სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნების მომზადებას, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას;
  • საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონის განსაზღვრას;
  • აეროდრომების და ვერტოდრომების აღრიცხვას და საფრენი მოედნების რეგისტრაციას;
  • აეროდრომის შუქტექნიკური სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
  • საწვავგასამართი საწარმოს სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, დასკვნის მომზადებას, ზედამხედველობას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • საწვავგასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმებას;
  • აეროდრომისა და ვერტოდრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმებას;
  • ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საწარმოებში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზს და შესაბამის რეაგირებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების, სახელმძღვანელო მასალის და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე ზედამხედველობას;
  • უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავებას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობას და მონიტორინგს;
  • ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებას და შესრულების მონიტორინგს;
  • სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობას;
  • სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.

 

 

აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტი

ლევან მოსეშვილი

დეპარტამენტის უფროსი

ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 111)