სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხარისხის მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ხარისხის მართვის დეპარტამენტის სამოქმედო სახელმძღვანელოს შემუშავება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის ჩათვლით და მისი შესრულების უზრუნველყოფა სააგენტოს სპეციფიკის გათვალისწინებით;
სააგენტოში მიმდინარე ძირითადი და დამხმარე პროცესების ასახვა შესაბამის სახელმძღვანელო დოკუმენტებში;
სააგენტოს წლიური სამოქმედო გეგმის კონსოლიდაცია და მისი შესრულების მონიტორინგი;
სააგენტოს მართვის სისტემის,სააგენტოშიწარმოებული ძირითადი პროცესებისა და მათი რელევანტური პროცედურების მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
მოქმედ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებელი ღონისძიებების (ინსპექტირება, შიდა აუდიტი) დაგეგმვა და რეგულარული განხორციელება;
სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის შიდა აუდიტებისა და ინსპექტირებების შედეგების წარდგენა,აუდიტების შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კონტროლი;
ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შიდაუწყებრივი დოკუმენტაციის შემუშავება;
ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი;
ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება.
ხარისხის მართვის დეპარტამენტი
თამარ ლუტიძე
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: +(995 32) 94 80 10 (შიდა ნომერი 113)