სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ეკონომიკურად მომგებიანი და კონკურენტუნარიანი სამოქალაქო ავიაციის ჩამოყალიბების სტრატეგიის შემუშავებასა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა;

საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების საექსპლუატაციო-ეკონომიკური მონაცემების წარმოება და მათი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მიწოდება დადგენილი ფორმების შესაბამისად;

საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესრულების ფინანსური შესაძლებლობების შეფასება და ანალიზი, საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისთვის გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და მათი ფინანსური მდგრადობის შეფასება, ანალიზი და  მუდმივი ზედამხედველობა;

სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთის გამოთვლაში მონაწილეობის მიღება;

საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა;

ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

სააგენტოს ბალანსზე რიცხულიქონებისმოვლა-პატრონობა;

კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად;

სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.

საფინანსო ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი

ზურაბ კოპლატაძე

დეპარტამენტის უფროსი

ტელ:    + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 118)