GEO    
ENG


  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
1 დეკემბერი 2020
მთავარი \ სტატისტიკა, განრიგი \ ფრენის განრიგი
სამგზავრო რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

 

ფრენის განრიგი 31.12.20-ის ჩათვლით:

 

რეგულარული და ჩარტერული რეისების ფრენის განრიგი 31.12.20-ის ჩათვლით

* განრიგი განახლებადია (ახლდება რეისების დამატების/გაუქმების, ფრენის თარიღის/დროის ცვლილების შემთხვევაში);

* მწვანე ფერით მონიშნული რეისები - მგზავრთა გადაყვანა ორივე მიმართულებით;

* ყვითელი ფერით მონიშნული რეისები - ტრანსპორტირება ცალმხრივად, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით;

* +1 - ფრენა გადადის მომდევნო დღეზე.

 

მგზავრთა საყურადღებოდ!

(განახლება / UPDATE 25.11.20): ავიაკომპანია AirBaltic-მა გააუქმა დეკემბრის რეგულარული რეისები რიგა-თბილისი-რიგის საჰაერო ხაზზე, ხოლო ავიაკომპანია Georgian Airways-მა 3, 10, 17 და 31 დეკემბერის ფრენები თბილისი-ვენა-თბილისის საჰაერო ხაზზე, 4, 9 და 11 დეკემბრის ფრენები თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხააზე და 4 და 11 დეკემბრის ფრენები თბილისი-პარიზი-თბილისის საჰაერო ხაზზე.

 

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ ყოველდღიურად ძალაში შედის ახალი სასაზღვრო შეზღუდვები ან დამატებითი სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით.

გაცნობებთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსული განაცხადის შესაბამისად, ავიაგადამზიდველი დროებით, 19 დეკემბრამდე აუქმებს უკვე განახლებულ ფრენებს რიგა-ქუთაისი-რიგის მიმართულებით, ასევე ავიაკომპანიამ 18 დეკემბრამდე გადადო ოპერირების განახლება დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით და 2021 წლის 12 იანვრამდე ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებით. რეგულარული რეისების გაუქმების მიზეზი ლატვიის, გერმანიისა და ლიეტუვას მიერ, ადგილზე ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები სახელდება.

ამავე შეზღუდვების გამო, ამ ეტაპზე 28 ნოემბრამდე დანიშნული რიგა-თბილისი-რიგის რეგულარული რეისები გააუქმა AirBaltic-მა, ასევე 3 დეკემბრის ფრენა ამავე საჰაერო ხაზზე, თუმცა ავიაკომპანია ასრულებს სარეპატრიაციო ფრენებს საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანის მიზნით. ცვლილებებია ავიაკომპანია “Georgian Airways”-ის ფრენის განრიგში. სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია თბილისი-ბერლინი-თბილისის და თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებებზე ოპერირებას გააგრძელებს მხოლოდ ერთი სიხშირით. შესაბამისად, თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე უქმდება 6, 13, 20 და 27 ნოემბრის რეგულარული რეისები, ხოლო თბილისი-ვენა-თბილისის საჰაერო ხაზზე 5, 12, 19 და 26 ნოემბრის ფრენები. ავიაკომპანიამ ასევე გააუქმა 13, 20 და 27 ნოემბრის თბილისი-პარიზი-თბილისის, 22 ნოემბრის თბილისი-ვენა-თბილისის, ასევე 18 და 25 ნოემბრის თბილისი-ბერლინი-თბილისის ფრენები.  

გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ კვლავ წესდება სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს და ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

 

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო