GEO    
ENG


  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
18 ივნისი 2019
სერტიფიცირება

აეროდრომების სერტიფიცირება

აეროდრომის სერტიფიცირების წესები (შემდგომში "წესები") შემუშავებულია "საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ" ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის ("აეროდრომები"), საქართველოს საჰაერო კოდექსის 56-ე მუხლის, საქართველოს კანონების "ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ" მე-9 მუხლის, 15 " მუხლის "ნორმატიული აქტების შესახებ" შესაბამისად და მასში გამოყენებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში-იკაო) ოფიციალური გამოცემები Doc-9774 ("აეროდრომების სერტიფიცირების სახელმძღვანელო"), Doc- 9790 ("ასაბმლეის მოქმედი რეზოლუციები") გათვალისწინებული მოთხოვნები. 

აეროდრომის სერტიფიკატის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

 1. სააგენტოს განსახილველად წარედგინება სერტიფიკატის მისაღები განცხადება. მას თან უნდა ერთვოდეს:

ა)   განმცხადებლის წესდება და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
ბ) აეროდრომის "საკონტროლო წერტილის" გეოგრაფიული პარამეტრების დამადასტურებელი საბუთი, მსოფლიო გეოდეზიური სისტემა WGS-84-ის შესაბამისად;
გ) "აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო";
დ) აეროდრომის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა;
ე) მოძრაობაუნარდაკარგული საჰაერო ხომალდის აეროდრომის ტერიტორიიდან გატანის გეგმა;
ვ) აეროდრომის იმ პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან;
ზ) ფრენების მეტეოროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების ასლი;
თ) ხელშეკრულებები, აეროდრომების უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან, რომლებიც საქმიანობენ ამ აეროდრომის ტერიტორიაზე, დამოუკიდებლად (ავიასაწვავგასაწყობი საწარმო, საავიაციო ტექნიკური ბაზა, ელექტრომომარაგების, სააეროდრომო უზრუნველყოფის სამსახურები და ა.შ.);
ი) ხელშეკრულება, აეროდრომის რაიონში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჰაერო მოძრაობის მომსახურების უფლებამოსილ ორგანიზაციასთან;
კ) აეროდრომის ექსპლუატანტის ორგანიზაციული სტრუქტურა, იმის გათვალისწინებით, რომ სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაცია და რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობის, გაშვების და მომსახურების უსაფრთხოებას, საავიაციო უშიშროებას, მგზავრთა, ტვირთის, ბარგის, ხელბარგის და ფოსტის მომსახურებას;
ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოების მიერ აეროდრომის საბაჟო, სასაზღვრო, სანიტარული, საკარანტინო მომსახურების უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბუთები, რაც ითვალისწინებს მომსახურების აღნიშნულ სახეების განხორციელებას სერტიფიკატის მიღების შემთხვევაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო და სასაზღვრო მომსახურების უზრუნველყოფა სავალდებულოა საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომსახურე აეროპორტისათვის;
მ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აეროდრომის ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ.

 

 

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო