სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის ფუნქციებია:
სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების სერტიფიცირება, ზედამხედველობა, ინსპექტირება, უწყვეტი მონიტორინგი და საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების განმახორცილებლად დანიშვნის საკითხის განხილვა;
კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების აღიარება;
საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების სახეების განსაზღვრაში მონაწილეობა;
საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციის შენარჩუნების ზედამხედველობა;
კომპეტენციის ფარგლებში, ძებნა-შველის სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შეთანხმება და სამოქალაქო ავიაციის სფეროში ძებნა-შველაში ჩართული მონაწილე მხარეების ზედამხედველობა;
საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და კლასიფიკაციის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
საჰაერო სივრცის ორგანიზების და საჰაერო მოძრაობის ნაკადის ორგანიზების ზედამხედველობა;
სახელსაწყო ფრენის პროცედურების განხილვა;
სააერნაოსნო რუკების, სახელსაწყო ფრენის პროცედურების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის შედგენასა და გამოქვეყნებაზე ზედამხედველობა;
ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება;
საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის თეორიული და პრაქტიკული მომზადების სასწავლო პროგრამების შეთანხმებაში მონაწილეობა;
სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების და ხარისხის მართვის სისტემის, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმება;
კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა;
ევროპული ერთიანი ცის (SES) და ევროპის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის (ATM Master Plan) დანერგვის შესახებ ანგარიშების შედგენა/შედგენის კოორდინირება, ზედამხედველობა და შესაბამისი ორგანიზაციებისთვის წარდგენა.
სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი
ლადო ყულჯანიშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 120)
|