სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ეკონომიკურად მომგებიანი და კონკურენტუნარიანი სამოქალაქო ავიაციის ჩამოყალიბების სტრატეგიის შემუშავებასა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა;
საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების საექსპლუატაციო-ეკონომიკური მონაცემების წარმოება და მათი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მიწოდება დადგენილი ფორმების შესაბამისად;
საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესრულების ფინანსური შესაძლებლობების შეფასება და ანალიზი, საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისთვის გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და მათი ფინანსური მდგრადობის შეფასება, ანალიზი და მუდმივი ზედამხედველობა;
სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთის გამოთვლაში მონაწილეობის მიღება;
საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა;
ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
სააგენტოს ბალანსზე რიცხულიქონებისმოვლა-პატრონობა;
კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად;
სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.
საფინანსო ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი
ზურაბ კოპლატაძე
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 118)
|