-
უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის საინსპექციო შემოწმება ხორციელდება უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის შემოწმების პროგრამის (SAFA) შესაბამისად;
-
SAFA პროგრამა ერთნაირად გამოიყენება როგორც ECAC-ის წევრ ისე არაწევრ ქვეყნების სხ-ზე;
-
სხ შეიძლება შემოწმდეს ბაქანზე სხ-სა და ეკიპაჟის საბუთების, კაბინის ძირითადი აღჭურვილობის არსებობისა და მათი ტექნიკური მდგომარეობის აგრეთვე, სხ-ს საერთო მდგომარეობის საკითხებზე. ასეთი საინსპექციო შემოწმების ნორმები განსაზღვრულია ჩიკაგოს კონვენციის 1-ლი, მე-6 და მე-8 დანართებით;
-
უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის საინსპექციო შემოწმების მიზანია იმის დადგენა, რომ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობა, ეკიპაჟი, საბორტო საბუთები და საავარიო-სამაშველო მოწყობილობა შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის 1-ლი, მე-6 და მე-8 დანართებით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს;
-
უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის საინსპექციო შემოწმება ხორციელდება სხ-ის დაფრენისა და აფრენის შორის დროის მონაკვეთში ისე, რომ არ გამოიწვიოს სხ-ის უსაფუძვლო დაგვიანება;
-
საინსპექციო შემოწმების დამთავრებისთანავე, ინფორმაცია, შემოწმების შედეგად აღმოჩენილ ნაკლოვანებების შესახებ მიეწოდება სხ-ის მეთაურს ან სხ-ის ექსპლუატანტის წარმომადგენელს. მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია ეგზავნება ექსპლუატანტს და სხ-ს რეგისტრაციის ქვეყნის შესაბამის საავიაციო უწყებას;
-
შემოწმების შედეგები აგრეთვე იგზავნება ECAC-ის SAFA პროგრამის მონაცემთა ბაზაში;
-
საინსპექციო შემოწმების შედეგად ისეთი ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც ფრენის უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია, ინსპექტორი მოითხოვს მის დაუყონებლივ აღმოფხვრას სხ-ის აფრენამდე, ხოლო ასეთი ნაკლოვანების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შეუჩერებს ექსპლუატანტის სერთიფიკატით მინიჭებული უფლებების შემდგომ განხორციელებას.