GEO    
ENG


  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
18 ივნისი 2019
სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტის ფუნქციებია:

 

სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ,,ერთიანი საჰაეროსივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით“ (CAAA) ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი და ამ ვალდებებულებების ფარგლებში დასანერგი ევროპული რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სამოქმედო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების პროექტების შემუშავება, განხილვაში მონაწილეობა;

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და ავიაციის სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ევროკავშირის რეგულაციებთან და დირექტივებთან, ჩიკაგოს კონვეციასთან და მის დანართებთან ავიაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად წინადადებების მომზადება საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე;

კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

სააგენტოს თანამშრომელთა სამართლებრივი ინფორმირება;

სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს საერთოსასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში.

 

სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი

ნინო წოტოიძე

დეპარტამენტის უფროსი

ტელ: +(995 32) 94 80 10 (შიდა ნომერი 122)

 

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო