GEO    
ENG


  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
30 მაისი 2020
სიახლეები და განცხადებები

13 Feb.'20 | ქართული ავიაკომპანიების საყურადღებოდ

საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, მათ შორის ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ ჩატარებული ანალიზის და გამოცემული ბიულეტენის (CZIB-2020-01R0) გათვალისწინებით, ირანის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოებისათვის და უშიშროებისთვის მაღალი რისკის შემცველად რჩება ფრენები FL250 ფრენის ეშელონს ქვემოთ.

რაც შეეხება ერაყის საჰაერო სივრცეს, საბრძოლო მოქმედებების რეგიონებში სხვადასხვა საბრძოლო საშუალებებიდან, მათ შორის პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან (MANPADS) ცეცხლის შესაძლო გახსნის გამო, ფრენების უსაფრთხოებისთვის და საავიაციო უშიშროებისთვის მაღალი რისკის შემცველად ფასდება ფრენები ყველა სიმაღლეზე, გარდა შემდეგ საჰაერო მოძრაობის მომსახურების მარშრუტებზე ფრენებისა: UM688, UM860 (იხ. შესაბამისი ბიულეტენი CZIB-2017-04R5).

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს ფრენების დაგეგმარებისას და რისკების შეფასებისას გაითვალისწინონ აღნიშნული რეკომენდაციები.

რეკომენდაციები ძალაშია ავიაკომპანიებისთვის შესაბამისი ცირკულარის დაგზავნის დღიდან (11.02.2020).

საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებსა და საავიაციო ხელისუფლებებს შორის მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა და მიმდინარე რისკების შეფასება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოება.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო