GEO    
ENG


  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
13 ივლისი 2020
სიახლეები და განცხადებები

21 Jan.'20 | სააგენტოსა და საავიაციო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ და საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ტეფნაძემ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას კვალიფიციური კადრების მომზადების თვალსაზრისით. კერძოდ, უნივერსიტეტის სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტური ჯგუფების სამუშაო პრაქტიკებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. ამასთან, დოკუმენტით გათვალისწინებულია ერთობლივი თემატური სემინარების/კონფერენციების, საჯარო ლექციების/ტრეინინგების და სხვა ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს აღნიშნული სასწავლო დაწესებულების სტუდენტების პროფესიული და პრაქტიკული მომზადების პროცესს, აამაღლებს მომავალი ავიასპეციალისტების კონკურენტუნარიანობას შრომით ბაზარზე, ასევე მათ ცნობიერებას საავიაციო დარგში მიმდინარე სიახლეების და გლობალური ტენდენციების კუთხით.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო