GEO    
ENG


  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
13 ივლისი 2020
სიახლეები და განცხადებები

18 Dec.'19 | თბილისში საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა

17 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაშიც თავდაცვის და ეკონომიკის სამინისტროების, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და საქაერონავიგაციის წარმომადგენლები შედიან, საჰაერო სივრცის სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის აქტუალურ საკითხებზე და უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელა.

სხდომაზე მხარეებმა საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის, მისი ათვისების და თანაბრად გადანაწილების კუთხით არსებული მდგომარეობა შეაფასეს. სამოქალაქო რეისების ზრდის ფონზე, ყურადღება გამახვილდა სივრცის დროებითი გამოყოფის (სამხედრო წვრთნები, საჰაერო შოუ და ა.შ.) ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვაზე და მხარეებს შორის კოორდინაციაზე.

2018 წელს, საქართველომ საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის შესახებ მთავრობის დადგენილება მიიღო. ნორმატიული აქტი ევროპული რეგულაციების (N551/2004; N2150/2005) შესაბამისად არის მიღებული და მისი მიზანია საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის უზრუნველყოფა სივრცის ოპტიმალური დაგეგმარების, თანაბრად განაწილებისა და სარგებლობის გზით. წესის საფუძველზე შეიქმნა საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომელიც ევროკონტროლის საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის სპეციფიკაციით (EUROCONTROL Specification for the application of the Flexible Use of Airspace − FUA) ხელმძღვანელობს და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით საჰაერო სივრცის სტრატეგიულ მართვას უზრუნველყოფს.

საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედ კომიტეტს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი თავმჯდომარეობს. კომიტეტის სხდომა წელიწადში ერთხელ იმართება. საჭიროების შემთხვევაში კი, შესაძლებელია რიგგარეშე სხდომის მოწვევა, თავმჯდომარის ან კომიტეტის წევრთა მოთხოვნის საფუძველზე.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო