GEO    
ENG


  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
27 იანვარი 2020
სიახლეები და განცხადებები

03 Dec.'19 | ერთიანი ევროპული ცის სისტემაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, EUROCONTROL-სა და საქართველოს შორის სპეციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) გენერალურმა დირექტორმა იმონ ბრენანმა და სამოქალაქო ავიაციის დირექტორმა ლევან კარანაძემ სპეციალურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს ორგანიზაციის მიერ საქართველოს ხელშეწყობას ერთიანი ევროპული ცის სისტემაში ინტეგრაციის და სამოქალაქო-სამხედრო საავიაციო სისტემის მდგრადი განვითარების თვალსაზრისით.

დოკუმენტის თანახმად, განხორციელდება ეროვნული საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პოლიტიკის და არსებული სისტემის ფუქნციონირების ეფექტიანობის ანალიზი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. შეთანხმების ფარგლებში, პრიორიტეტი მიენიჭება საქართველოს მიერ, აუდიტების ფარგლებში მიღებული მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნებას და მათ შემდგომ გაუმჯობესებას, საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდას გაზრდილი ნაკადების ფონზე, მაღალი ხარისხის კოორდინაციის მიღწევას სამოქალაქო-სამხედრო ავიაციას შორის, ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევის (SESAR) პროგრამაში ინტეგრირებას და სხვა.

შეთანხმების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების და მიზნების შესრულებას საქართველოს მხრიდან სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს. პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შპს „საქაერონავიგაცია“.

საქართველო ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი 2014 წელს გახდა. გასულ წლებში ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ზედამხედველობის ხარისხის ამაღლების, ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის კანონმდებლობასთან დაახლოვების, სპეციალისტების მომზადების და მათი კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.

 

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო