GEO    
ENG


  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
14 ნოემბერი 2019
სიახლეები და განცხადებები

24 Oct.'19 | სააგენტოსა და გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალურ ორგანოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ და გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალური უწყების (Bundesaufsichtsamt für Flugsicherung - BAF) დირექტორმა, პროფესორმა ნიკოლაუს ჰერმანმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან მჭიდრო თანამშრომლობაზე სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობასთან დაკავშირებული ICAO-ს სტანდარტების და ერთიანი ევროპული ცის (SES) რეგულაციების დანერგვის კუთხით.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მონაცემებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების და სასწავლო დაწესებულებების ზედამხედველობა და სერტიფიცირება, სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელები, საჰაერო მოძრაობის, კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებების ზედამხედველობა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების სერტიფიცირება, აგრეთვე საჰაერო სივრცის მოქნილი სარგებლობის მიზნით, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციას შორის კოორდინაცია და სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე დაბრკოლებების შესახებ ინფორმაციის მართვა. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება შეხვედრებისა და სემინარების, ასევე გასვლითი ვიზიტების ორგანიზება ორივე უწყებაში.

მემორანდუმს ხელი თბილისში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მოეწერა ხელი. შეხვედრაზე, დადებითი შეფასება მიეცა ქართული მხარის აქტივობებს ICAO-ს მე-40 ასამბლეის ფარგლებში, მათ შორის აღინიშნა განზრახულობათა ოქმის გაფორმება SESAR-თან საჰაერო მოძრაობის მართვის მოდერნიზების და ეფექტურობის გაუმჯობესების საკითხებზე.

 

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო