GEO    
ENG


  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
14 ნოემბერი 2019
სიახლეები და განცხადებები

05 Sep.'19 | ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევითი პროგრამის წარმომადგენლებმა საქართველოში შეხვედრები გამართეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით, საქართველოში ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევითი პროგრამის (SESAR) ექსპერტები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, „საქაერონავიგაციის“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველ პირებთან.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და  SESAR-ის საჯარო-კერძო პარტნიორობის გაერთიანებას (SESAR Joint Undertaking) შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაესვა საჰაერო მოძრაობის მართვის კუთხით ინოვაციური იდეების მხარდაჭერის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ევროპის წამყვან კვლევით პროგრამებში საქართველოს შესაბამისი უწყებების, სტარტაპებისა და ახალგაზრდების ჩართვის აუცილებლობას.

SESAR-ის წარმომადგენლებმა ქართული მხარისგან მოისმინეს ინფორმაცია ფრენების უსაფრთხოების და სააერნაოსნო მომსახურების გაუმჯობესების კუთხით გაწეულ სამუშაოებზე, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ეტაპობრივად ნერგავს ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებს, ხოლო „საქაერონავიგაცია“ ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს საჰაერო მოძრაობის მართვის არსებული სისტემების განახლების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით. ამასთან სტუმრები გაეცნენ ტექნოპარკის ტენანტ სტარტაპების პროდუქტებს და ფაბლაბში მიმდინარე საქმიანობას.

ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევითი პროგრამის საჯარო-კერძო პარტნიორობის გაერთიანება „SESAR Joint Undertaking (SESAR JU)“ საავიაციო ინდუსტრიას და წევრ ორგანიზაციებს საჰაერო მოძრაობის მართვის კუთხით უახლოეს კვლევებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. გაერთიანება 2007 წელს, ევროკავშირისა და ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მიერ დაფუძნდა და ამჟამად ასამდე უმსხვილეს კერძო კომპანიას აერთიანებს. გაერთიანებასთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ევროპის ერთიანი ევროპული ცის ინიციატივაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და სააერნაოსნო მომსახურების სფეროში უახლესი სტანდარტებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას.

 

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო