GEO    
ENG


  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
22 სექტემბერი 2019
სიახლეები და განცხადებები

29 Aug.'19 | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება ავიაკომპანია „Fly Jordan“-ის დამატებით ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებით

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განიხილა ავიაკომპანია Fly Jordan-ის განაცხადი ავიაკომპანიის მიერ ამანი-ბათუმი-ამანის საჰაერო ხაზზე დამატებით 7 ჩარტერული რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით და ნებართვა დადგენილი ვადების სრული დაცვით გასცა. ავიაკომპანია „Fly Jordan”-მა ამანი-ბათუმი-ამანის საჰაერო ხაზზე დამატებითი არარეგულარული ჩარტერული რეისების განხორციელების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადები მიმდინარე წლის 21-25 აგვისტოს შუალედში შემოიტანა.

ამასთან გაცნობებთ, რომ ნებართვის გაცემის პარალელურად, საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაიმართა დამატებითი კონსულტაცია, რომლის შედეგადაც, ქართულ ავიაკომპანიას არ ექნება შეფერხება ანალოგიური ნებართვების მიღებასთან დაკავშირებით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ავიაკომპანია „Fly Jordan“-ზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გაიცა 54 რეისის განხორციელების ნებართვა. ავიაკომპანიის მხრიდან შესრულდა 26 რეისი და მისივე ინიციატივით გაუქმდა 16 რეისი. გაცემული ნებართვის ფარგლებში, „Fly Jordan“-მა უნდა შეასრულოს 12 რეისი, ხოლო 21-25 აგვისტოს შემოტანილი განაცხადებით ითხოვდა დამატებით 7 სიხშირის შესრულებას. სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს დადგენილ ვადებში, არსებული სამართლებრივი ჩარჩოს, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და მონიჭებული დისკრეციის ფარგლებში.

საქართველოსა და იორდანიას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმება ეყრდნობა ლიბერალურ პრინციპებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებდა არაერთი იორდანიული ავიაკომპანია (Jordanian Royal Wings, Royal Falcon Airlines, Air Arabia Jordan და Fly Jordan) ყოველგვარი შეფერხებისა და ხელოვნური ბარიერების შექმნის გარეშე.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო