GEO    
ENG


  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
18 ოქტომბერი 2019
სიახლეები და განცხადებები

19 Jul.'19 | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქაერონავიგაციის წარმომადგენლები IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქაერონავიგაციის წარმომადგენლები საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) საავიაციო უსაფრთხოების და საფრენოსნო ოპერაციების ევროპის რეგიონალური დირექტორს ჯანკარლო ბუონოსა, ამავე ორგანიზაციის ევროპის ბიუროსა და რეგიონალური (უკრაინა, საქართველო, სომხეთი) წარმომადგენლობის სხვა ოფიციალური პირებს შეხვდნენ. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების პერსპექტივები და საავიაციო უსაფრთხოების კუთხით IATA-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო საავიაციო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნებიდან გამომდინარე, ასოციაციის საექსპლუატაციო უსაფრთხოებისა (IOSA) და მიწისზედა მომსახურების (ISAGO) აუდიტების შედეგების საავიაციო ხელისუფლებისთვის გაზიარების და სხვა მონაცემთა ურთიერთგაცვლის საკითხებს.

შეხვედრაზე IATA-ს წარმომადგენლები გამოვიდნენ ინიციატივით, დახმარება აღმოუჩინონ ქართულ მხარეს საჰაერო სივრცის განვითარების ეროვნული სტრატეგიის (National Airspace Strategy) დოკუმენტის შემუშავების პროცესში. ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე.

საუბარი ასევე შეეხო IATA-ს მიერ, მიმდინარე წელს დაგეგმილ საქართველოს საავიაციო ბაზრის სექტორულ ანალიზს და მის მომზადებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს. როგორც აღინიშნა, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მიერ შეფასდება ქვეყნის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები და საავიაციო ბაზარზე დაშვების საკითხი, აგრეთვე ქვეყნის სავიზო პოლიტიკა, მგზავრთნაკადის ზრდის ტენდენციები, კონკურენტუნარიანობა და ტარიფები, საჰაერო ტრანსპორტის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, დარგში დასაქმებული სპეციალისტები რაოდენობა და სხვა პარამეტრები. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა უწყების ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდების და სხვა უწყებებიდან/ინდუსტრიიდან მიღებული მონაცემების დამოწმების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საავიაციო ბაზრის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო შესაძლებლობები.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო