GEO    
ENG


  • IATA-სა და GCAA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
  • ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესისთვის საქართველოს ICAO-ს სერტიფიკატები გადაეცა
  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
18 ოქტომბერი 2019
სიახლეები და განცხადებები

13 Jul.'19 | სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით და ევროპის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროექტის (EASA EaPCA) მხარდაჭერით, თბილისში, სასტუმრო „ბილთმორში“ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა. ტრეინინგს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საავიაციო ხელისუფლებების, ასევე „საქაერონავიგაციის“ და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ორდღიანი სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა სააგენტოს მიერ, ევროკომისიის N2017/373 რეგულაციის შესაბამისად მიღებული "სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი", მისი დანერგვისა და აღსრულების ტექნიკური და პროცედურული ასპექტები განიხილეს. მოდული მოიცავდა პრაქტიკულ დავალებებს როგორც საავიაციო ხელისუფლებებისთვის ისე სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთვის.

"სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი", რომელიც სააგენტომ ევროკომისიის N2017/373 რეგულაციის შესაბამისად მიიღო, 2020 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება და საქართველოს საჰაერო სივრცესა და სამოქალაქო აეროდრომებზე არაკომპლექსური ან/და კომპლექსური სააერნაოსნო მომსახურების გამწევი საწარმოების ევროპული სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებას ითვალისწინებს.

წესის ძალაში შესვლის შემდგომ, სააგენტო სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების სერტიფიცირებას ევროპული მოთხოვნების გათვალისწინებით განახორციელებს, რაც გააუმჯობესებს სააერნაოსნო მომსახურებების ხარისხს ქვეყანაში და ხელს შეუწყობს ფრენების უსაფრთხოების შემდგომ ამაღლებას.

ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე, სააგენტო მართავს შეხვედრებს და კონსულტაციებს სააერნაოსნო მომსახურების მიმწოდებლებთან, სადაც საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სრული ინფორმაცია სერტიფიცირების ახალ პროცესთან და მათ ვალდებულებებთან დაკავშირებით.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო