GEO    
ENG


  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
22 აგვისტო 2019
სიახლეები და განცხადებები

12 Jul.'19 | თბილისში JARUS-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უპილოტო საჰაერო სისტემების მარეგულირებელი საავიაციო ხელისუფლებების გაერთიანების (JARUS) სამუშაო ჯგუფის (WG-2) შეხვედრას უმასპინძლა. სამ დღიანი (9-11 ივლისი) ღონისძიების ფარგლებში, ესპანეთის, კატარის, ირლანდიის, სამხრეთ აფრიკის, შვეიცარიის, ლატვიის, რუმინეთის და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებების ექსპერტებმა უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის რეგულირების და ზედამხედველობის საკითხები განიხილეს. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ასევე ჩართულნი იყვნენ უპილოტო საჰაერო სისტემების მწარმოებელი და სერვისის მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, მხარეებმა უპილოტო საჰაერო ხომალდების საფრენოსნო და საორგანიზაციო მოთხოვნებზე იმუშავეს, რასაც რეკომენდაციების სახით JARUS-ის წევრ საავიაციო ხელისუფლებებს წარუდგენენ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო JARUS-ის წევრი 2015 წლის 24 ივლისს გახდა. ორგანიზაციის მიზანია უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგულირებასთან და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნების სისტემატიზება და საავიაციო ხელისუფლებებისათვის შეთავაზება. JARUS-ი ევროკავშირის წევრი და არა-წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებს, ასევე საავიაციო უსაფრთხოების რეგიონალური ორგანიზაციების ექსპერტებს აერთიანებს. მისი წევრებია EASA, EUROCONTROL, ავსტრალიის, ბრაზილიის, კანადის, ჩინეთის, საფრანგეთის გერმანიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს და სხვა ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებები. ორგანიზაციის მიერ მიღებული სახელმძღვანელო მასალები და რეკომენდაციები წევრ საავიაციო უწყებებს ხელს უწყობს უპილოტო საჰაერო ხომალდებთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებასა და დახვეწაში.

სააგენტოს უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის უფროსის, აკაკი მაისაიას განცხადებით, ორგანიზაციის წევრობა და მის სამუშაო ჯგუფებში ჩართვა, მხარეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ და ერთმანეთს გაუზიარონ წამყვანი საავიაციო ხელისუფლებების საუკეთესო პრაქტიკა და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო