GEO    
ENG


  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
22 სექტემბერი 2019
სიახლეები და განცხადებები

08 Jul.'19 | “Georgian Airways”-მა ერევნის მიმართულებით რეგულარულ ფრენები დაამატა

ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways”-ი ბათუმი-ერევანი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს, ხოლო თბილისიდან ერევნის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.

ფრენები ბათუმი-ერევანი-ბათუმის საჰაერო ხაზზე 2019 წლის 10 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.

ამასთან, ქართულმა ავიაკომპანიამ გაზარდა ფრენის სიხშირე თბილისი-ერევნის მიმართულებით. დღეიდან, “Georgian Airways” აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ამატებს 7 სიხშირეს (ყოველდღე) და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე რეგულარულ ფრენებს კვირაში 14 სიხშირით შეასრულებს. შესაბამისად, ავიაკომპანია მგზავრებს თბილისიდან ერევნის მიმართულებით დღეში ორ რეისს შესთავაზებს. ზემოთ ხსენებულის გარდა, “Georgian Airways” ასევე შეასრულებს დამატებით რეისებს თბილისიდან ერევნის მიმართულებით 8 ივლისიდან 30 აგვისტომდე, კვირაში 1 სიხშირით.

ფრენები Boeing B737, Embraer ERJ190 და CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 5 ივლისს მიენიჭა.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო