GEO    
ENG


  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
22 სექტემბერი 2019
სიახლეები და განცხადებები

05 Jul.'19 | “Georgian Airways”-თან და “Myway Airlines”-თან სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

მიმდინარე წლის 8 ივლისიდან, რუსეთის ფედერაციის მიერ, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილების შედეგად შექმნილი ვითარების და ავიაკომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევების განხილვის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიებთან - “Georgian Airways”-თან და “Myway Airlines”-თან სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა ავიაგადამზიდველებისაგან მოისმინეს ინფორმაცია მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით გატარებულ ღონიძიებებზე, კერძოდ, საუბარი შეეხო ავიაკომპანიების მხრიდან სააგენტოს მიერ დანერგილი რეგულაციით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიები ვალდებულნი არიან შესთავაზონ მგაზრებს ბილეთის ღირებულების ანაზღაურება ან ალტერნატიული მარშრუტი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორივე ავიაკომპანია სრულფასოვნად და დადგენილ ვადებში ახორციელებს მგზავრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს. სააგენტოს მხრიდან, ამ მიმართულებით მონიტორინგი მიმდინარეობს.

სამუშაო  შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ავიაკომპანიების სამომავლო გეგმები როგორც ალტერნატიული მიმართულებების მოძიების, ისე კომერციულად მიმზიდველ ახალ მარშრუტებზე ოპერირების დაწყების კუთხით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ქართულ ავიაგადამზიდველებს შესაბამისი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებთან შუამდგომლობის გაწევის და უფლებამოსილების ფარგლებში, პროცედურული საკითხებში დახმარების აღმოჩენის კუთხით.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო