GEO    
ENG


  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
16 ივლისი 2019
სიახლეები

04 Jul.'19 | სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი მიიღო

ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განაგრძობს ეროვნული საავიაციო კანონმდებლობის მიახლოვებას ევროპულ სტანდარტებთან.

"სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი", რომელიც სააგენტომ ევროკომისიის N2017/373 რეგულაციის შესაბამისად მიიღო, 2020 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება და საქართველოს საჰაერო სივრცესა და სამოქალაქო აეროდრომებზე არაკომპლექსური ან/და კომპლექსური სააერნაოსნო მომსახურების გამწევი საწარმოების ევროპული სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებას ითვალისწინებს. 

წესის ძალაში შესვლის შემდგომ, სააგენტო სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების, მათ შორის შპს „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირებას განახორციელებს (სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მოქმედი სერტიფიკატი საქაერონავიგაციაზე 2008 წელს გაიცა, 2010 წლიდან კი აღნიშნულ უფლებამოსილებას მეტეოროლოგიური მომსახურების განხორციელების უფლება დაემატა). „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირება ევროპული მოთხოვნების გათვალისწინებით ჩატარდება, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს სააერნაოსნო მომსახურებების ხარისხს და ხელს შეუწყობს ფრენების უსაფრთხოების შემდგომ ამაღლებას.

ამავე დროს, ნორმატიულ აქტს შემოაქვს „არაკომპლექსური საწარმოს“ ცნება და შესაბამისი საორგანიზაციო და ტექნიკური მოთხოვნები, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოს, რომელიც რეგულარულად  ახორციელებს სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების გაწევას არაუმეტეს ერთი სამუშაო ადგილიდან, საჰაერო სივრცის ან საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზებას - 20 ან ნაკლები სრულ განაკვეთზე მომუშავე პერსონალის მიერ და რომლის წლიური ბრუნვა საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების, ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების, საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო ან სარადიოლოკაციო მომსახურებისთვის არ აღემატება 3 000 000 ლარს, სერტიფიცირების გავლის შემდეგ მიენიჭება სააერნასონო მომსახურების საწარმოს სტატუსი და დაეკისრება თანაბარზომიერი ვალდებულებები.

წესის ამოქმედებამდე, სააგენტო მართავს შეხვედრებს და კონსულტაციებს სააერნაოსნო მომსახურების მიმწოდებლებთან, სადაც საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სრული ინფორმაცია სერტიფიცირების ახალ პროცესთან და მათ ვალდებულებებთან დაკავშირებით.

373/2017 რეგულაციის დანერგვით, საქართველო შეასრულებს ევროპასთან ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, სააგენტომ საავიაციო უსაფრთხოებისა და მგზავრთა უფლებების დაცვის არაერთი რეგულაცია უკვე დანერგა და აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით.

 

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო