GEO    
ENG


  • შეხვედრა IATA-ს ევროპის რეგიონის დელეგაციასთან
  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
22 სექტემბერი 2019
სიახლეები და განცხადებები

06 Jun.'19 | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება

მიმდინარე წლის 6 ივნისს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მომხდარ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ BELL-505 ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდა, იმყოფება ავიაკომპანია „ავიატორი +“-ის ექსპლუატაციაში.  ამერიკულ-კანადური წარმოების მსუბუქი ხუთ ადგილიანი (ერთი პილოტი, ოთხი მგზავრი)ვერტმფრენი 2018 წელს არის გამოშვებული და სამოქალაქო ავიაციისსააგენტოს მიერ 2018 წლის 15 ივნისს არის დარეგისტრირებული(სარეგისტრაციო ნომერი 4L-ADJ).

ავიაკომპანია ფლობს საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის მოქმედ სერტიფიკატს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ჩატარებული აქვს ყველა გეგმიური შემოწმება.

საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა დასაზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისადა ინციდენტების მოკვლევის ბიურო.

 

UPDATE: 

ავიაკომპანია „ავიატორი +“-ის ექსპლუატაციაში მყოფ BELL-505 ტიპის ვერტმფრენს მართავდა გამოცდილი პილოტი, რომლიც ფლობდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის (ATPL) მოქმედ მოწმობას, გავლილი ჰქონდა გადასწავლება აღნიშნული ტიპის ვერტმფრენზე და პერიოდული საკვალიფიკაციო შემოწმება. პილოტის ნაფრენი საათების საერთო ოდენობა შეადგენდა 1400 საათზე მეტს.

სამოქალაქო ავიაციის მოკვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ ახდენს პილოტის იდენტიფიცირებას. საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო. გამოცდილი და პროფესიონალი პილოტის დაღუპვა უკიდურესად დიდი დანაკლისია ჩვენი საავიაციო დარგისთვის.

 

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო