GEO    
ENG


  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
16 ივლისი 2019
სიახლეები

25 Apr.'19 | ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და „საქაერონავიგაციის“ გამოცდილებას გაეცნო

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში (No Country Left Behind - NCLB), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და შპს "საქაერონავიგაციამ" ყირგიზ კოლეგებს უმასპინძლეს. ვიზიტის მიზანს ფრენის პროცედურების დიზაინის და კარტოგრაფიის (PANS-OPS) კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, ყირგიზეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა (CAA KR) და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ("Kyrgyzaeronavigatsia") წარმომადგენლები ფრენის პროცედურების დიზაინის და კარტოგრაფიის ზედამხედველობის კუთხით საქართველოში დანერგილ სტანდარტებს, სამართლებრივ ჩარჩოს და პროცედურებს გაეცვნენ. ასევე, სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საერთაშორისო ვალდებულებების დანერგვის თვალსაზრისით სააგენტოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე, შესაბამისი მიმართულების ინსპექტორის სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესზე, ICAO-ს აუდიტის გავლის და საინსპექციო შემოწმების ჩატარების პრაქტიკულ ასპექტებზე.

შპს „საქაერონავიგაციაში“ ვიზიტისას, ყირგიზეთის დელეგაცია, ადგილზე გაეცნო ფრენის პროცედურების დიზაინის და საავიაციო რუკების შემუშავების პროცესს, ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებულ პროცედურებს და პროგრამულ უზრუნველყოფას. სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის დელეგაციამ, როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ისე შპს „საქაერონავიგაციის“ მხრიდან მიიღო რეკომენდაციები ეროვნულ დონეზე ფრენის პროცედურების დიზაინის და კარტოგრაფიის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ICAO-ს „NCLB” ინიციატივისა და ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნული მიმართულებით კონსულტაციები აზერბაიჯანის საავიაციო ხელისუფლებასაც გაუწია.

 

დამატებითი ინფორმაცია:

ფრენის პროცედურების დიზაინი მოიცავს საჰაერო ხომალდის ფრენის წინასწარ დადგენილ მანევრირებას, რომელიც გულისხმობს აფრენის, დაფრენის, ჰაერში მოცდის და მეორე წრეზე წასვლის სქემას და ტრაექტორიას. კარტოგრაფია კი მოიცავს საავიაციო რუკებს. შედგენილი ფრენის პროცედურები და მასთან დაკავშირებული რუკები კოდირებული სახით წინასწარ იტვირთება საჰაერო ხომალდის ფრენის მართვის სისტემაში, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საჰაერო ხომალდის ფრენა დაგეგმილი მიმართულებით.

 

 

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო