GEO    
ENG


  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
20 მაისი 2019
სიახლეები

20 Apr.'19 | ლევან კარანაძე არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება ისა ალბაშა ალნოაიმს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის კუთხით არსებული მზარდი დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საავიაციო ხელისუფლებებს შორის დამყარებულ მჭიდრო თანამშრომლობას ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავლსაზრისით. მხარეებმა ასევე განიხილეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ასამბლეაზე არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ წარდგენილი კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხი, რაც დამატებითი კონსულტაციების საგანს წარმოადგენს.

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო