GEO    
ENG


  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
23 აპრილი 2019
სიახლეები

30 Jan.'19 | თბილისში ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა

მიმდინარე წლის 29 იანვარს, თბილისში, ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის დირექტორატის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი, სამინისტროს, ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოს რკინიგზისა და სახმელეთო ტრასპორტის სააგენტოს პირველი პირები იღებდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს სატრანსპორტო საკითხებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის არსებული პროექტები და მექანიზმები, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) განვითარების პერსპექტივები და საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ შესაძლებლობები ამ მიმართულებით.

დღის წესრიგის ერთ-ერთ ძირითად საკითხს, სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული მიღწევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ვრცელი პრეზენტაცია ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით საქართველოს მიერ ნაჩვენებ პროგრესზე, რაც ICAO-ს 2018 და 2015 წლის აუდიტების ანგარიშებში და ქვეყნის საერთო მაჩვენებლებში აისახა. აღნიშნული შედეგებით, საავიაციო სტანდარტების დანერგვისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით, საქართველოს საერთო მაჩვენებელი 64.44%-დან 87.64%-მდე გაუმჯობესდა, ხოლო უშიშროებაზე ზედამხედველობის კუთხით 58%-დან 87.8%-მდე გაიზარდა.

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა დადებითად შეაფასა ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესების, ასევე ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით გაწეული საქმიანობა და აღნიშნა რომ მიღწეული პროგრესით საქართველო რეგიონში მოწინავე პოზიციებს იკავებს. ამასთან, ჰენრიკ ჰოლოლეიმ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მგზავრთა გადაყვანის კუთხით არსებულ დადებით დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აეროპორტების გამტარუნარიანობის უზრუნველყოფის კუთხით ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, ლევან კარანაძემ ევროპულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს საავიაციო სექტორის ინსტიტუციონალური განვითარების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისთვის. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, ამ ეტაპზე ქართული მხარის მიერ დანერგილია ევროკავშირის ათი რეგულაცია, ოცამდე რეგულაცია კი ნაწილობრივ დანერგილია ან ასახულია ეროვნულ ნორმატიულ აქტებში. ლევან კარანაძის განცხადებით, მიმდინარე და მომდევნო წლებში მუშაობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება.

სხდომის ფარგლებში, მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ, თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსთან (EASA), ასევე ევროკავშირის ახალ ინიციატივებზე „U-Space“ სისტემის ფარგლებში, რაც უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგულირებისა და მონიტორინგის კუთხით ინოვაციური მიდგომების დანერგვას გულისხმობს.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო