GEO    
ENG


  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
16 ივლისი 2019
სიახლეები

29 Jan.'19 | ჰენრიკ ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის დირექტორატის ხელმძღვანელის შეფასებით, სამოქალაქო ავიაციის კუთხით მიღწეული პროგრესით საქართველო წამყვანი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ჰენრიკ ჰოლოლეის განცხადებით, ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ და აღნიშნულის ფარგლებში, საქართველოს მიერ ევროპული რეგულაციებისა და დირექტივების დანერგვის კუთხით განხორციელებულმა საქმიანობამ ხელი შეუწყო ქვეყანაში საავიაციო სექტორის განვითარებას.

ევროკომისიის ტრანსპორტის დირექტორატის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა საქართველოს აეროპორტების მიერ მგზავრთა გადაყვანის კუთხით არსებულ მზარდ დინამიკას: „საავიაციო სექტორი ახლა აშკარა წინსვლას განიცდის. ამ თვალსაზრისით, ძალიან გამიხარდა, როდესაც გავეცანი წინა წლის სტატისტიკას, რომელიც საქართველოში მგზავრთნაკადის ზრდას ასახავდა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს აეროპორტებში ხუთ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ და წინა წელთან შედარებით მომსახურებული მგზავრების რაოდენობა 23% პროცენტით გაიზარდა. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია.“

აღნიშნული განცხადება ჰენრიკ ჰოლოლეიმ ტექნოპარკში მიმდინარე კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ გააკეთა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. კონფერენციის მიზანია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, ახალი გამოწვევებისა და მომავალი განვითარების პერსპექტივის გლობალურ კონტექსტში განხილვა.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო