GEO    
ENG


  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
21 თებერვალი 2019
სიახლეები

23 Jan.'19 | საჰაერო სივრცის მოქნილი სარგებლობის საკითხებზე “EUROCONTROL”-ის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) პროექტის ფარგლებში,   ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სამუშაო შეხვედრებს მასპინძლობს. EUROCONTROL-ის ექსპერტებთან, სააგენტოს, თავდაცვის სამინისტროსა და „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლები სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის უზრუნველყოფა, საჰაერო სივრცის ოპტიმალური დაგეგმარება, თანაბრად განაწილება და სარგებლობა.

ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ ევროკავშირთან არსებული შეთანხმების ფარგლებში, ევროპული რეგულაციების შესაბამისად (N551/2004; N2150/2005), საქართველომ საჰაერო კოდექსის ცვლილებები და “საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” მთავრობის დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვით საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტი და საჰაერო სივრცის ორგანიზების ჯგუფი, ევროკონტროლის საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის სპეციფიკაციით (EUROCONTROL Specification for the application of the Flexible Use of Airspace − FUA) იხელმძღვანელებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საჰაერო სივრცის მაქსიმალური ათვისებას.

რეგულაციის ეფექტური დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიცირებით არაერთი აქტივობა დაიგეგმა. მიმდინარე სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეები ეცნობიან საუკეთესო ევროპულ პრაქტიკებს FUA-ს სპეციფიკაციით გათვალისწინებული ღონისძიებების სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის ასპექტებზე. დღის წესრიგით აგრეთვე გათვალისწინებულია სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების უპილოტო საჰაერო ხომალდების საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კუთხით არსებული გამოწვევების განხილვა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, ლევან კარანაძის შეფასებით, სამოქალაქო რეისების ზრდის ფონზე, მნიშვნელოვანია ფრენები განხორციელდეს უსაფრთხოდ, ეფექტურად და ყველა მოთხოვნის დაცვით. EUROCONTROL-ის ექსპერტი, მაიქლ შთეინფურთი მიიჩნევს, რომ FUA-ს კონცეფციის დანერგვით საქართველო მომზადებული შეხვდება იმ გამოწვევებს, რაც უკავშირდება საჰაერო მოძრაობის მოსალოდნელ მზარდ დინამიკას.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო