GEO    
ENG


  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
18 ივნისი 2019
სიახლეები

26 Dec.'18 | ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც საჯარო უწყებებისა და კერძო დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენლებს აერთიანებს პირველი შეხვედრა გამართა. მხარეებმა მიიღეს სრული ინფორმაცია ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის რეგულირების კუთხით, სააგენტოს მიერ დაგეგმილ სამუშაოებზე და იმსჯელეს აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი სააგენტოში მიმდინარე წლის აპრილიდან შეიქმნა და მისი შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტება ოქტომბერში დასრულდა. ამ ეტაპზე მუშაობა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების, საფრენოსნო ექსპლუატაციის, საფრენად ვარგისობისა და ტექნიკური მომსახურების წესების შემუშავებაზე მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტოს სპეციალისტებმა შეისწავლეს თურქეთის, ჩეხეთისა და უკრაინის გამოცდილება.

რეგულაციების მიღების აუცილებლობა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქვეყანაში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რიცხვის ზრდამ და მათი, როგორც რეკრეაციული, ისე კომერციული დანიშნულებით ექსპლუატაციამ განაპირობა. ამასთან, ვინაიდან ICAO ადგენს ზოგად საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდირებულ პრაქტიკას, არსებული მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში სრული მოცულობით ვერ უზრუნველყოფს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის სამართლებრივ მოწესრიგებას ან თანაბრად ვრცელდება, როგორც მსხვილ, ისე მცირე ზომის ოპერატორებზე, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს დაბრკოლებას აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისათვის. ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება ხელს შეუწყობს ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ე.წ. „მცირე ავიაციის“ განვითარებას საქართველოში.

სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სააგენტო რეგულაციების პირველადი პროექტების ეტაპობრივად წარდგენას ინდუსტრიისთვის მომავალი წლის თებერვლის ბოლოდან გეგმავს. შენიშვნებისა და წინადადებების მოწოდების მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტები ასევე განთავსდება სააგენტოს ვებ-გვერდზე. ამასთან, აქტიურად გაგრძელდება კონსულტაციები საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. ნორმატიული აქტების გარდა, შემუშავდება სახელმძღვანელო მასალები, რაც მეტად გაადვილებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ოპერატორების საქმიანობას.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო