GEO    
ENG


  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
  • შეხვედრები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) პირველ პირებთან
  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი ``საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან`` დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
11 დეკემბერი 2018
სიახლეები

30 Nov.'18 | სააგენტოს ახალ თანამშრომლებს მიზნობრივი სასწავრო კურსი ჩაუტარდათ

ევროპის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროექტის (EASA EaPCA) მხარდაჭერით, 27-29 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ბილთმორში“ საავიაციო საქმიანობის შესაბამისობის მონიტორინგის (აუდიტის) სასწავლო კურსი ჩატარდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან, სამ დღიანი ტრეინინგი იმ ახალმა თანამშრომლებმა გაიარეს, რომლებიც ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორად მწყობრში შეყვანის ფაზაში იმყოფებიან. EASA-ს მიერ ორგანიზებულ კურსს დიდი ბრიტანეთის საავიაციო ხელისუფლების ინსტრუქტორი ატარებდა.

სასწავლო კურსის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინის და სომხეთის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა შეისწავლეს საინსპექციო შემოწმების ეტაპები და საქმიანობის შესაბამისობის დადგენის კუთხით არსებული ევროპული მოთხოვნები. ტრეინინგი ითვალისწინებდა პრაქტიკულ დავალებებს ინსპექტირების დაგეგმვის, საკონტროლო ბარათების შემუშავების, ადგილზე შემოწმების, აუდიტის ანგარიშის მომზადების, მაკორექტირებელი ქმედებების შეთანხმების და გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების გადამოწმების საკითხებზე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრე გაჩეჩილაძის განცხადებით, სასწავლო კურსი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ახალი ინსპექტორების მომზადების პროცესში. „საინსპექციო საქმიანობის მოცულობის ზრდის გამო, ბოლო თვეების განმავლობაში სააგენტოს ტექნიკურ დეპარტამენტებში, კონკურსის წესით შევარჩიეთ და მივიღეთ არაერთი თანამშრომელი, რომელთაც ამჟამად უტარდებათ მიზნობრივი სასწავლო კურსები როგორც სააგენტოს დაფინანსებით, ისე პარტნიორი ორგანიზაციების ხელშეწყობით. EASA-ს ტექნიკური დახმარების პროექტი დადებითად გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და მიმდინარე სასწავლო კურსს სააგენტოს ხუთი ახალი თანამშრომელი ესწრება. სპეციალისტების მომზადება-გადამზადება მუდმივი პროცესია და მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“ - აცხადებს ალექსანდრე გაჩეჩილაძე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შუა აზიის ქვეყნებისთვის“ (EASA EaPCA), ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი) ხელშეწყობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების, ევროპული რეგულაციების დანერგვის, პანევროპულ საჰაერო სივრცეში ეფექტური ფუნქციონირების, საავიაციო კანონმდებლობისა და სამუშაო პრაქტიკის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო