GEO    
ENG


  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
  • შეხვედრები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) პირველ პირებთან
  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი ``საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან`` დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
11 დეკემბერი 2018
სიახლეები

20 Nov.'18 | უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილებებთან დაკავშირებით სააგენტო სამუშაო ჯგუფს ქმნის

უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის რეგულირების გაუმჯობესების და უნიფიცირებული სტანდარტების დანერგვის მიზნით, მსოფლიოს წამყვანი საავიაციო ორგანიზაციები ცვლილებების პაკეტზე მუშაობენ. მიმდინარე წლის ბოლოს, ევროკავშირი ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ ინიცირებული რეგულაციის პროექტის დამტკიცებას გეგმავს. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ, უკვე განხორციელდა და მომავალშიც იგეგმება გარკვეული ცვლილებების შეტანა ჩიკაგოს კონვენციის შესაბამის დანართებში. ახალი ინიციატივით, იგეგმება საავიაციო ხელისუფლებების უფლებამოსილების სფეროების გაფართოვება, ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესება და მათი სტანდარტიზაცია წევრი სახელმწიფოებისთვის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუშაობს „უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესების“ ცვლილებების პროექტზე. პროცესში სახელმწიფო და კერძო სექტორის მაქსიმალურად ჩართვის მიზნით, სააგენტო ქმნის სამუშაო ჯგუფს. ჯგუფში მოწვეულნი არიან სამინისტროების, სხვადასხვა სახელმწიფო და საავიაციო უწყებების, უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერატორი მსხვილი კომპანიების/ჯგუფების წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართვის მსურველ უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერატორებს/ჯგუფებს, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე: uas-ga@gcaa.ge და მოგვაწოდოთ თქვენი კანდიდატურები არაუგვიანეს 2018 წლის 7 დეკემბრისა. ელ. წერილში გთხოვთ მიუთითოთ სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია (იურ. პირის არსებობის შემთხვევაში) და საქმიანობის მოკლე აღწერილობა.

შეხვედრები და კონსულტაციები დაიწყება მიმდინარე წლის დეკემბრიდან.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო