GEO    
ENG


  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
  • შეხვედრები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) პირველ პირებთან
  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი ``საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან`` დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
20 ნოემბერი 2018
სიახლეები

31 Oct.'18 | საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ "Pobeda Airlines"-ს შეცვლილი განრიგით ოპერირების უფლება მისცა

 
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააკმაყოფილა ავიაკომპანია "Pobeda Airlines"-ის მიერ წარმოდგენილი ახალი განაცხადი და მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა შემდეგ საჰაერო ხაზებზე მიანიჭა: სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგი, ყაზანი-თბილისი-ყაზანი, პერმი-თბილისი-პერმი და ეკატერინბურგი-თბილისი-ეკატერინბურგი.
 
რეისები 2018-2019 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში შემდეგი სიხშირეებით შესრულდება: 
  • სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით - ყოველდღიურად;
  • ყაზანი-თბილისი-ყაზანის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით - ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
  • პერმი-თბილისი-პერმის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით - ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს;
  • ეკატერინბურგი-თბილისი-ეკატერინბურგის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით - ყოველ სამშაბათსა და შაბათს. 
ავიაკომპანიის ინფორმაციით ფრენები 3 ნოემბრიდან, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
 
როგორც მგზავრებისთვის გახდა ცნობილი, შეცვლილი განრიგების დამტკიცებამდე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ არ დააკმაყოფილა "Pobeda Airlines"-ის პირველადი განაცხადი, სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-პერმი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-ეკატერინბურგი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-ყაზანი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგის საჰაერო ხაზებზე რეგულარული ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განრიგები ითვალისწინებდა ე.წ. "სამკუთხედის სქემას", სადაც ფიგურირებდა ქალაქი თბილისი. საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2016 წლის 10 ივნისს გაფორმებული ტექნიკური შეხვედრის ოქმის საფუძველზე კი, ორ ქვეყანას შორის ე.წ. "სამკუთხედის სქემით" ფრენების განხორციელება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სქემაში არ ფიგურირებს ქალაქები - თბილისი და მოსკოვი. 
 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ოქმით გათვალიწინებული პირობების შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, "Pobeda Airlines"-ს  როსტოვი-თბილისი-როსტოვის საჰაერო ხაზზე რეგურალური ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიანიჭა. რეისები ამ მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით სრულდება. 

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო