GEO    
ENG


  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
20 მაისი 2019
სიახლეები

27 Sep.'18 | სააერნასნო მომსახურების საწარმოს რესერტიფიცირების საკითხებზე “EUROCONTROL”-ის ექსპერტთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელშეწყობის თაობაზე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 25-26 სექტემბერს საქართველოში EUROCONTROL-ის ექსპერტი ბოგდან ბრაგუტა იმყოფებოდა. სააგენტოში გამართული სამუშაო შეხვედრების მიზანს, საარნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების შესახებ ევროპული გამოცდილების შესწავლა და ქართული მხარისათვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენდა. სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, შეხვედრებს „საქაერონავიიგაციის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა დეტალურად განიხილეს შესაბამისი რეგულაციის პრაქტიკული და პროცედურული ასპექტები, ასევე საუკეთესო გამოცდილება ევროპის რეგიონში.

2019 წელს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ევროკავშირის N373/2017 რეგულაციის შესაბამისად, "სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის" შემუშავებას გეგმავს, რის შემდეგაც შპს „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირებას განახორციელებს. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს რესერტიფიცირება ჩატარდება, როგორც ევროპის ერთიანი ცის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების, ასევე ჩიკაგოს კონვენციის დანართების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების საფუძველზე, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს სააგენტოს მხრიდან ზედამხედველობის პროცესებს, ასევე უზრუნველყოფს საქართველოს მიერ გაწეული სააერნაოსნო მომსახურებების მაქსიმალურ მიახლოვებას ევროპულ სტანდარტებთან. ამავე დროს, 373/2017 რეგულაციის დანერგვით საქართველო შეასრულებს ევროპასთან ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში სააგენტომ საავიაციო უსაფრთხოებისა და მგზავრთა უფლებების დაცვის არაერთი რეგულაცია დანერგა.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო