GEO    
ENG


  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
21 თებერვალი 2019
სიახლეები

20 Sep.'18 | სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება

სამოქალაქო ავიაციის სფეროში პილოტების პროფესიული მომზადების ხელშეწყობის, ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან (ICAO, Part FCL) შესაბამისობაში მოყვანის და პილოტებზე არსებული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისთვის სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტის მოწმობის მიღება მარტივდება. შესაბამისი ცვლილებები „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანება) უკვე შევიდა.

ცვლილების მიხედვით, ICAO-ს Doc 9379-ის და მისი რეკომენდირებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თოთხმეტიდან ექვსამდე მცირდება სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისათვის სამოქალაქო ავიაციის პილოტის მოწმობის მისაღებად ჩასაბარებელი თეორიული გამოცდების რაოდენობა. კერძოდ, ავიაკომპანიის სატრანსპორტო/კომერციული პილოტის მოწმობაზე განმცხადებელმა ნაცვლად ამჟამად დადგენილი საგნებისა (1.საჰაერო სამართალი; 2.საჰაერო ხომალდის ზოგადი ცოდნა (პლანერი/სისტემები/ძალური დანადგარები); 3.საჰაერო ხომალდის ზოგადი ცოდნა (სახელსაწყო აღჭურვილობა); 4.მასა და ბალანსი;  5.საფრენოსნო მახასიათებლები; 6.საფრენოსნო დაგეგმვა და ზედამხედველობა; 7.ადამიანური შესაძლებლობები; 8.მეტეოროლოგია; 9.ზოგადი ნაოსნობა; 10.რადიონავიგაცია; 11.საექსპლუატაციო წესები; 12.ფრენის საფუძვლები; 13.ვფწ ფრაზეოლოგია; 14.სფწ ფრაზეოლოგია), თეორიული გამოცდები უნდა ჩააბაროს  შემდეგ საგნებში:

  1. საჰაერო სამართალი;
  2. საფრენოსნო დაგეგმვა და ზედამხედველობა;
  3. ადამიანური შესაძლებლობები;
  4. საექსპლუატაციო წესები;
  5. ვიზუალური ფრენის წესების ფრაზეოლოგია;
  6. სახელსაწყო ფრენის წესების ფრაზეოლოგია.

ამასთან, მოყვარული პილოტის მოწმობის მაძიებელმა ნაცვლად ამჟამად დადგენილი საგნებისა (1.საჰაერო სამართალი; 2. საჰაერო ხომალდის ცოდნა; 3.საფრენოსნო მახასიათებლები და დაგეგმვა; 4.ადამიანური შესაძლებლობები; 5.მეტეოროლოგია; 6. ნაოსნობა; 7.საექსპლუატაციო წესები; 8.ფრენის საფუძვლები; 9.ფრაზეოლოგია), თეორიული გამოცდები უნდა ჩააბაროს შემდეგ საგნებში:

  1. საჰაერო სამართალი;
  2. ადამიანური შესაძლებლობები;
  3. საექსპლუატაციო წესები;
  4. ფრაზეოლოგია.

აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტების სამხედროდან სამოქალაქო ავიაციაში კონვერტაციის პროცესს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანება „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ დამტკიცების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/CertificationandLicensing.php

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო