GEO    
ENG


  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
21 თებერვალი 2019
სიახლეები

12 Sep.'18 | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალისტი ICAO-ში კონსულტანტად მიიწვიეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ინგა ჟღენტი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონალურ ოფისში კონსულტანტად მიიწვიეს. ICAO-ს პარიზის ბიუროში სააგენტოს სპეციალისტი 6 თვის განმავლობაში იმუშავებს. ინგა ჟღენტს საავიაციო უშიშროებისა და ფორმალობების გამარტივების რეგონალურ ოფიცერთან ამავე საკითხებზე კოორდინირებული მუშაობა, ევროპის რეგიონის საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრების საქმიანობის კოორდინირება და შეხვედრებისა და სემინარების ორგანიზება დაევალება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა თანამშრომლების მიღწევები და წარმატებები საერთაშორისო დონეზე. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, სააგენტოს საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი / უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების უსაფრთხოების განსაზღვრის პროგრამის (SAFA) ინსპექტორი როსტომ მასურაშვილი ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოში (EASA) მიიწვიეს სამუშაოდ. სააგენტოს სპეციალისტები ჩართულნი არიან საერთაშორისო აუდიტორულ ჯუფებში, ICAO-ს, EASA-ს, EUROCONTROL-ის სამუშაო და მმართველი ჯგუფების საქმიანობაში.

სააგენტო მუდმივად ზრუნავს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორთა კვალიფიკაციის შენარჩუნებასა და შემდგომ ამაღლებაზე. საკუთარი რესურსებით, პარტნიორი ორგანიზაციებისა თუ პროექტების მხარდაჭერით, ჩვენი სპეციალისტები ტრეინინგებს წამყვან საავიაციო დაწესებულებებში გადიან.

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო