GEO    
ENG


  • ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა
  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
16 ივლისი 2019
სიახლეები

06 Sep.'18 | საქართველოსა და საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლებებმა ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის განახლებას მოაწერეს ხელი

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) და საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის მთავარმა დეპარტამენტმა (DGAC) ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის განახლებას მოაწერეს ხელი. საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ბატონი პასკალ მენიეს მოწვევით, მხარეებს შორის შეხვედრა 5 სექტემბერს, მწერალთა სახლში გაიმართა.

ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც 4 წლის ვადით გაფორმდა, ითვალისწინებს ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას გამოცდილების გაზიარების, ტექნიკური დახმარებისა და ევროპული საავიაციო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში კონსულტაციების გაწევის კუთხით. 2014 წლიდან დღემდე, აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერით, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებმა გაიარეს ფრენის პროცედურების დიზაინის, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მართვის, საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის ზედამხედველობის, სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის და სხვა მიზნობრივი სასწავლო კურსები საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ეროვნულ სასწავლებელში (ENAC, ტულუზა). აღსანიშნავია, რომ ამავე თანამშრომლობის ფარგლებში, ტრეინინგები „საქაერონავიგაციის“ თანამშრომლებსაც ჩაუტარდათ.

გარდა ტექნიკური მხარდაჭერისა, ორი ქვეყნის საავიაციო უწყებას შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები. „თანამშრომლობის განახლება საშუალებას მოგვცემს, ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად, სამოქალაქო ავიაციის ჩვენ ორ სტრუქტურას შორის ნაყოფიერი ურთიერთობა გავაგრძელოთ საჰაერო ტრანსპორტის ყველა აქტუალურ საკითხზე: მიმოსვლის ზრდა, საავიაციო საიმედოობა და უსაფრთხოება, საჰაერო მიმოსვლის მართვა, გარემოსდაცვითი გამოწვევები“ - განაცხადა DGAC-ის საერთაშორისო თანამშრომლობის მისიის ხელმძღვანელმა ბერტრან დე ლაკომბმა. საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს შეფასებით, ევროკავშირისა და საქართველოს აეროპორტებს შორის საჰაერო მიმოსვლის ზრდიდან გამოდინარე, საქართველოში ფრანგული მხარის ჩართულობა მეტ მნიშვნელობას იძენს. „ეს თანამშრომლობა საავიაციო დარგში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ხარისხის მაჩვენებელია. საფრანგეთი მოწინავე ქვეყანაა საავიაციო სფეროში და ამ სექტორის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია, Airbus-ის, Thales-ისა და MeteoFrance-ის, ასევე პილოტაჟისა და საავიაციო ინჟინერიის უმაღლესი სკოლების წყალობით. საქართველოში DGAC-ის ჩართულობა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირისა და საქართველოს აეროპორტებს შორის საჰაერო მიმოსვლის ზრდასთან მიმართებაში, რაც განპირობებულია ქვეყანაში ტურიზმის მიმდინარე აღმავლობით“ - განაცხადა ელჩმა.

ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამაზე ხელმოწერის პარალელურად, სამუშაო შეხვედრები შედგა „საქაერონავიგაციასა“ და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, სადაც მხარეებმა სააერნაოსნო მომსახურების და ზედამხედველობის სფეროში სამომავლო გეგმებზე და „Erasmus+“ პროგრამის ფარგლებში, საავიაციო სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო