GEO    
ENG


  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
  • შეხვედრები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) პირველ პირებთან
  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი ``საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან`` დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
22 სექტემბერი 2018
სიახლეები

28 Aug.'18 | ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ, მიმდინარე წლის 13-20 მარტს საქართველოში ჩატარებული აუდიტის საბოლოო ანგარიშში დაფიქსირებული შედეგებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სამომავლო გეგმების გაცნობის მიზნით, მიმდინარე წლის 28 აგვისტოს, სასტუმრო „რედისონში“ მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიასაწარმოები, ქართული და უცხოური ავიაკომპანიების წარმომადგენლები, აეროპორტების ოპერატორები, სამინისტროებისა და სახემწლიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილემ. გიორგი ჩერქეზიშვილმა დადებითად შეაფასა ICAO-ს აუდიტის შედეგები და ისაუბრა აღნიშნული მიღწევის მნიშვნელობაზე საავიაციო დარგის და ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისთვის. „აუდიტის შედეგებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ქვეყნას სამოქალაქო ავიაციის დარგში სწორი გეზი აქვს აღებული. ამასთან, აღნიშნულმა შედეგებმა დაადასტურა, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი გავუმკლავდეთ და ვმართოთ სამოქალაქო ავიაციის დარგში ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის გზით, რაც შეუქცევადი პროცესია.“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თავის გამოსვლაში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გურამ ჯალაღონიამ ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რაც საავიაციო დაგრმა ბოლო ათი წლის განმავლობაში განიცადა. სააგენტოს ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ეკონომიკის სამინისტროს, საავიაციო ინდუსტრიისა და პარტნიორი სახელმწიფო უწყებების წამომადგენლებს გაწეული შრომისა და კოორდინირებული მუშაობისთვის.

გურამ ჯალაღონია: „10 წლის წინ, ალბათ ვერც საავიაციო ხელისუფლების და ვერც ინდუსტრიის წარმომადგენლები ვერ იფიქრებდნენ, რომ საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების 87%-ანი შესრულებით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგში იდგებოდა, რომ საქართველო გახდებოდა ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი, რომ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ორმოცდაათამდე ავიაკომპანია განახორციელებდა და ჩვენს მგზავრებს ამხელა არჩევანის შესაძლებლობა ექნებოდა, რომ გვექნებოდა ამდენი სერტიფიცირებული აეროდრომი, რომ ქართული ავიაკომპანიები ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ავტორიზაციას მოიპოვებდნენ, რომ საავიაციო ხელისუფლების ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში წარმატებულად განახორციელებდნენ უცხოური ავიაკომპანიების შემოწმებას და ჩვენი სპეციალისტები იმუშავებდნენ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოში, ევროკონტროლში, იკაოს პარიზის ბიუროში, ჩართულნი იქნებოდნენ წამყვანი საავიაციო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფების მუშაობაში და ა.შ. ავიაციის დარგის წარმომადგენლებმა ყველაზე კარგად იციან თუ რა შრომის და ძალისხმევის ფასად არის სამოქალაქო ავიაცია ყველაზე უსაფრთხო , ხარისხიანი, სწრაფი და კომფორტული ტრანსპორტი მსოფლიოში, თუ როგორი კოორდინირებული, ერთობლივი მუშაობაა საჭირო იმისთვის რომ ფეხი ავუწყოთ მზარდ საბაზრო მოთხოვნას და თანამედროვე გამოწვევებს. ყველა ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს გვყავს ძლიერი გლობალური მოკავშირე და მარეგულირებელი - იკაო, თუმცა იკაოს მიერ დადგენილ სტანდარტებს ადგილზე სჭირდება დანერგვა და შესრულება. ქვეყნის და მისი საავიაციო ხელისუფლების მიერ იკაოს ბოლო აუდიტებზე ნაჩვენები შედეგები არ იქნებოდა მაღალი - რომ არა ის ფაქტი, რომ ინდუსტრია ხარისხიანად და სააგენტოს მოთხოვნებთან თანხვედრაში უზრუნველყოფს საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების ზომების გატარებას." 

ICAO-ს საბოლოო ანგარიშში დაფიქსირებულ შედეგებზე მოხსენებით წარსდგნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ლევან კარანაძე და მოადგილე, ICAO-ს უსაფრთხოების ზედამხედველობის ეროვნული კოორდინატორი თამარ არჩუაძე. სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით, საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ლევან კარანაძემ ყურადღება გაამახვილა ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულაციების დანერგვის, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს რესერტიფიცირების, პერსონალის ლიცენზირების და ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიცირების პროცესზე, ასევე იმ სამუშაოებზე რაც იგეგმება ზოგადი და სპეციალიზირებული დანიშნულების ავიაციის რეგულირების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ICAO-ს 13-20 მარტი აუდიტის საბოლოო ანგარიში აგვისტოში მიიღო. ორგანიზაციის მიერ შესწავლილ იქნა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს შემოწმების შედეგები და აუდიტორების მიერ ადგილზე მოპოვებული მტკიცებულებები. ICAO-ს კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტის საბოლოო დასკვნით, მაჩვენებლები მარტში დაფიქსირებულ წინასწარ შედეგებზე მაღალია და შემოწმებული კომპონეტების მიხედვით ასე გამოიყურება:

• სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობის (ANS) ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელმა 96.51%-ი შეადგინა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტში 63.94%-ს შეადგენს;
• სააგენტოს მიერ აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობის მაჩვენებელი 92.36%-ს გაუტოლდა. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 59.81%-ს შეადგენს;
• ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაცია საავიაციო კანონმდებლობის ნაწილში (LEG) გახდა - 95.24%. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 72.05%-ს შეადგენს;
• ორგანიზაციულ ნაწილი (ORG), რომელიც საავიაციო ხელისუფლების ორგანიზაციულ-სტრუქტურულ, ფინანსურ და ადამიანურ შესაძლებლობებს სწავლობს 91.67%-მდე გაუმჯობესდა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტში 69.05%-ია;
• სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს მიერ საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის (AIG) ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელი - 91.09% გახდა. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი აღნიშნულ კომპონენტში 55.81%-ია.

აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა. ახალი მაჩვენებლებით საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით მსოფლიოში ოცდამეათე, ევროპაში მეათე, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზეა (მონაცემები ცვალებადია წევრ სახელმწიფოებში ჩატარებული აუდიტების შედეგების მიხედვით).

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო