GEO    
ENG


  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ICAO-ს აუდიტს უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებლებით ასრულებს
  • შეხვედრები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) პირველ პირებთან
  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი ``საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან`` დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
19 აგვისტო 2018
სიახლეები

17 Jul.'18 | 2017 წლის 6 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადი 30.79%-ით არის გაზრდილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 103 149 მგზავრს მოემსახურა. გასული წლის 6 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადი  30.79%-ით, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 94.23%-ით არის გაზრდილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 675 058 მგზავრს მოემსახურა, რაც 30.13%-ით (387 830 მგზავრით) მეტია, ვიდრე გასული წლის 6 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა;

გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 190 279 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 42.62% ით (56 861 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (133 418 მგზავრი);

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 27.81%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 234 774 მგზავრი - 51 091 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში;

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 1 952-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო - 10 720, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 9 304, ხოლო ჩარტერების 1 416. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 22.26%-ს შეადგენს. სააგენტოს მონაცემებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკურ პერიოდში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ფრენები ხორციელდება კვირაში დაახლოებით 540-550 სიხშირით. 2017 წლის ზაფხულის სეზონზე - პიკურ პერიოდში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, ფრენები სრულდებოდა კვირაში დაახლოებით 470 სიხშირით.

10.93%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2017 წლის ექვს თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 65 992, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 73 207 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა. საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ, EUROCONTROL-ის მიერ სააგენტოსთვის მოწოდებული საპროგნოზო ზრდის მაჩვენებელი მეორე კვარტალისთვის ჯამურად 6.7%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილებს, 2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, პირველად ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ქართულმა ავიაკომპანიამ უცხოურ ავიაკომპანიაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. ავიაკომპანია “Georgian Airways” – 247 485 მგზავრი 12%;
  2. ავიაკომპანია “Turkish Airlines” – 246 021 მგზავრი 12%;
  3. ავიაკომპანია “Wizz Air” – 223 364 მგზავრი 11%;
  4. ავიაკომპანია “Fly Dubai” – 110 757 მგზავრი 5%
  5. ავიაკომპანია “Ukraine International Airlines” – 109 529 მგზავრი 5%

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო