GEO    
ENG


  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ICAO-ს აუდიტს უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებლებით ასრულებს
  • შეხვედრები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) პირველ პირებთან
  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი ``საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან`` დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
15 ივლისი 2018
სიახლეები

05 Jul.'18 | ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის პროექტის მმართველი ჯგუფის შეხვედრა საქართველოში

4 ივლისს, თბილისში „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელშეწყობის შესახებ“ EUROCONTROL-ის პროექტის  მმართველი ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სააგენტოს, „საქაერონავიგაციის“ და ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და მის მიზანს ორ უწყებას შორის გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის მიმდინარეობის შეჯამება, ანალიზი და სამომავლო გეგმების განსაზღვრა წარმოადგენდა.

მხარეებმა განიხილეს პროექტის თითოეული კომპონენტის (Work Package) ფარგლებში მიმდინარე წელს განხორციელებული სამუშაო, დასახულ იქნა სამომავლო მიზნები და განისაზღვრა მათი შესრულების ვადები. EUROCONTROL-ის წარმომადგენლების მიერ დადებითად შეფასდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის კუთხით ICAO-ს აუდიტზე მიღწეული შედეგები, რომლის მიხედვითაც, წინასწარი მონაცემებით საქართველოს მაჩვენებელი ამ მიმართულებით 59.88%-დან 96.51%-მდე გაიზარდა. შეხვედრის მონაწილეებმა აგრეთვე იმსჯელეს ევროკავშირის რეგულაციების ტრანსპოზიციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და საჰაერო მოძრაობის მართვის და ორგანიზების კუთხით EUROCONTROL-ში მიმდინარე სიახლეების დანერგვაზე.

უწყებებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პროექტის შემდგომი გახანგრძლივების შესახებ. შეთანხმების განახლება 2019 წლის განმავლობაში იგეგმება და მის თანახმად, EUROCONTROL-ი ქართულ მხარეს დახმარებას გაუწევს:

  • სააენაოსნო მომსახურების საწარმოს ევროპული სტანდარტებით სერტიფიცირებაში;
  • საჰაერო სივრცის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ევრორეგულაციების დანერგვაში;
  • სავიაციო მიზნებისათვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშოების შესრულების ახალი სტანდარტების შემუშავებაში.

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელშეწყობის შესახებ“ EUROCONTROL-ის პროექტი 2011 წელს დაიწყო. ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ქართულ მხარეს სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ეროვნული ორგანოსთვის დელეგირებული საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტურ და სრულფასოვან დანერგვაში, სპეციალისტების შესაბამის მომზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო