GEO    
ENG


  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
21 თებერვალი 2019
სიახლეები

02 Jul.'18 | საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება

ავიაკომპანია “Wizz Air” ფლობს უნგრეთის საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატს და საავიაციო უსაფრთხოების მხრივ, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ავიაგადამზიდველი  ევროპაში. ავიაკომპანიაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს უნგრული მხარე, ხოლო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან, მასზე ზედამხედველობა ხორციელდება როგორც უცხო ქვეყნის ექსპლუატანტზე  ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა (EASA) და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს  (GCAA) შორის არსებული სამუშაო შეთანხმების ფარგლებში (EU SAFA-ს პროგრამა).​

ქუთაისი-დორტმუნდის რეისთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში საავიაციო მოვლენათა სავალდებულო შეტყობინების საფუძველზე შემოსულია შეტყობინებები. სააგენტოს მიერ მიმდინარეობს ტექნიკური ანგარიშების შესწავლა. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები მივლინებულნი არიან ქუთაისის აეროპორტში, სადაც ადგილზე გაეცნობიან მდგომარეობას და ჩატარებულ სამუშაოებს.

 

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო