GEO    
ENG


  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ICAO-ს აუდიტს უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებლებით ასრულებს
  • შეხვედრები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) პირველ პირებთან
  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი ``საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან`` დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
21 ივნისი 2018
სიახლეები

04 Jun.'18 | ავიაკომპანია „YANAIR“ საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

უკრაინულმა ავიაკომპანია „YANAIR“-მა ხარკოვი-ბათუმი-ხარკოვის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. პირველი რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს შესრულდა. ავიარეისები Airbus A321, Boeing B737 და MD83 ტიპის საჰაერო ხომალდებით, მიმდინარე წლის 6 ოქტომბრამდე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

• 4 ივნისიდან 23 ივნისამდე - კვირაში ერთი სიხშირით (ყოველ ორშაბათს);
• 23 ივნისიდან 6 ოქტომბრამდე - კვირაში 2 სიხშირით (ყოველ ორშაბათსა და შაბათს)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა პირველ ივნისს მიენიჭა.

უკრაინული „YANAIR“, საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ახალი მიმართულების გარდა, ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს კიევიდან ბათუმისა და თბილისის მიმართულებით და ოდესიდან - ბათუმისა და თბილისის მიმართულებით ასრულებს. მიმდინარე წლის 8 ივნისიდან, „YANAIR“ აგრეთვე დაიწყებს სეზონურ ფრენებს ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებით.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო