GEO    
ENG


  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ICAO-ს აუდიტს უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებლებით ასრულებს
  • შეხვედრები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) პირველ პირებთან
  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი ``საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან`` დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
19 აგვისტო 2018
სიახლეები

11 Jun.'18 | ავიაკომპანია „Myway Airlines“ რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს

ქართული ავიაკომპანია „Myway Airlines“ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, რეისები თბილისი-ხარკოვი-თბილისის, ბათუმი-ხარკოვი-ბათუმის, თბილისი-თეირანი-თბილისის, ბათუმი-თეირანი-ბათუმის და თბილისი-სამარა-თბილისის მიმართულებებით შემდეგი განრიგით შესრულდება:

• თბილისი-ხარკოვი-თბილისი - 12 ივნისიდან 4 სექტემბრამდე, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.
• ბათუმი-ხარკოვი-ბათუმი - 13 ივნისიდან 29 სექტემბრამდე, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს;
• თბილისი-თეირანი-თბილისი - 14 ივნისიდან 25 ოქტომბრამდე - ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს;
• ბათუმი-თეირანი-ბათუმი - 22 ივნისიდან 26 ოქტომბრამდე, ყოველ პარასკევს;
• თბილისი-სამარა-თბილისი - 23 ივნისიდან 27 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათსა და შაბათს;

ფრენები Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. პირველ რეგულარულ რეისს „Myway Airlines“ თბილისიდან ხარკოვის მიმართულებით 12 ივნისს შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია „Myway Airlines“-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 8 ივნისს მიენიჭა.

„Myway Airlines“-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი სააგენტომ მიმდინარე წლის 23 იანვარს, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა 23 თებერვალს გასცა. ამ ეტაპზე "Myway Airlines"-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო