GEO    
ENG


  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
  • შეხვედრები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) პირველ პირებთან
  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი ``საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან`` დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
22 ოქტომბერი 2018
სიახლეები

04 May.'18 | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება

UPDATE: გაცნობებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდი (www.gcaa.ge) ხელმწისაწვდომია მომხმარებლებისთვის.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე 2 მაისს განხორციელებულ კიბერ შეტევას უწყების საქმიანობის შეფერხება არ გამოუწვევია. ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა სარეზერვო ფაილების ჩატვირთვა სისტემაში. აგრეთვე შაბათს დილიდან, შეუფერხებლად მუშაობს სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდი.

მომხდარ ფაქტზე ოპერატიული რეაგირების შედეგად, მყისიერად განხორციელდა ოპერატორების, მათ შორის ავიასაწარმოების, ქართული და უცხოური ავიაკომპანიების, აეროპორტების და საშუამავლო კომპანიების ინფორმირება. სააგენტოს მიერ, ავიასაწარმოებზე ზედამხედველობა, საავიაციო ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებული ნებართვების გაცემა და სხვა მომსახურებების გაწევა უწყვეტად და შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

 

მიმდინარე წლის 2 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა.  

საერთაშორისო საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნკაციო ქსელების და სხვა ალტერნატიული საშუალებებით სააგენტომ უკვე უზრუნველყო ყველა საჭირო ადრესატის ინფორმირება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში. საავიაციო საწარმოებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მომსახურების გაწევა გრძელდება შეფერხების გარეშე.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო