GEO    
ENG


  • ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა ჩატარდა
  • ჰოლოლეი - საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს
  • საქართველო-საფრანგეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა განახლდა
  • ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა
21 თებერვალი 2019
სიახლეები

15 Jan.'18 | ავიაკომპანია „Georgian Airways”-მა ახალ მიმართულებებზე ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ქართულ ავიაკომპანია „Georgian Airways”-ს ბრატისლავას, ბერლინის, ბარსელონას, ბრიუსელის, ბოლონიას, კიოლნის და პარიზის მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა მიენიჭა.

რეგულარული რეისები მიმდინარე წლის 25 მარტიდან, შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • თბილისი-ბრატისლავა-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს;
  • თბილისი-ბერლინი-თბილისი, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს;
  • თბილისი-ბარსელონა-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას;
  • თბილისი-ბრიუსელი-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
  • თბილისი-ბოლონია-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს;
  • თბილისი-კიოლნი-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს;
  • თბილისი-პარიზი-თბილისი, კვირაში  2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს.

ფრენები Boeing B737, Embraer E190 და Bombardier CL600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო