GEO    
ENG


  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან" დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
20 ნოემბერი 2017
სიახლეები

09 Oct.'17 | საქართველოსა და ყაზახეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის ფარგლებში, რომელიც 6 ოქტომბერს, თბილისში ჩატარდა, ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი...ნისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის კომიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი საავიაციო ხელისუფლებების მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველებს საშუალებას აძლევთ დადგენილ მარშრუტებზე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები განახორციელონ ერთობლივი მარკეტინგული შეთანხმებების, მათ შორის ე.წ. „ზიარი კოდების“ გამოყენებით. ამასთან, მემორანდუმის თანახმად, ორი ქვეყნის დანიშნულების პუნქტებთან (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ასტანა, ალმა-ატა, აქტაუ) მიმართებაში კოდების ერთობლივი გამოყენება შესაძლებელი იქნება მესამე ქვეყნების ავიასაწარმოებთანაც.

მემორანდუმი გააუმჯობესებს ავიაკომპანიების კომერციულ შესაძლებლობებს ერთმანეთის საავიაციო ბაზრებზე და შეამცირებს მათ ოპერაციულ ხარჯებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის საავიაციო მიმოსვლის შემდგომ ზრდას.

საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის საავიაციო მიმოსვლას ამჟამად ავიაკომპანიები “Georgian Airways”, “Air Astana” და “SCAT” ასრულებენ.

საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთვარობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის ფარგლებში განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ბმული: http://www.economy.ge/?page=news&nw=331

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო