GEO    
ENG


  • სააგენტომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტიზაციის აუდიტი წარმატებით გაიარა
  • ევროკავშირის პროექტი "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან" დასრულდა
  • ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
  • საქართველომ ICAO-ს საავიაციო უშიშროების რეგიონალურ სემინარს უმასპინძლა
  • შეხვედრა ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და წამყვან ავიაკომპანიებთან
  • ნატახტარის აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყო
  • ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოეხსნა
  • საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის სხდომა თბილისში
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
22 ოქტომბერი 2017
სიახლეები

13 Sep.'17 | ევროკავშირის პროექტი "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან" დასრულდა

პროექტის დახურვის ოფიციალური ღონისძიება,13 სექტემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში" გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების („ავსტროკონტროლი", ხორვატიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო), საავიაციო ინდუსტრიისა და სხვა პარტნიორი უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვიათარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე კაიდო სირელი, საქართველოში ავსტრიის სრულუფლებიანი ელჩი არად ბენკო და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია.

თავის გამოსვლაში, გიორგი ჩერქეზიშვილმა გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა ევროკომისიას, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, პროექტში და მის მოსამზადებელ ეტაპზე ჩართულ უწყებებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს, ისაუბრა საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინსტიტუციონალური გაძლიერების მნიშვნელობაზე საავიაციო დარგის შემდგომი განვითარებისა და ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეში სრული ინტეგრაციისთვის.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, გურამ ჯალაღონიას განცხადებით: "ევროპული რეგულაციების და დირექტივების დანერგვა არის ავიაციის სფეროში მსოფლიოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი და დახვეწილი სტანდარტი. მოქალაქეებისა და მგზავრების მეტი უსაფრთხოება და დაცულობა, მათი უფლებების დაცვის მაღალი ხარისხი,მუდმივად მზარდი ბაზარი, კონკურენცია,თანამედროვე სისტემებზე დაფუძნებული სააერნაოსნო მომსახურება, ავიასპეციალისტთა შრომის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმები და გარემოს დაცვის მყარი ბერკეტები."

ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით მიღწეული შედეგებისა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდნენ პროექტის ლიდერები - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან ლევან კარანაძე, პროექტის ლიდერი ავსტროკონტროლიდან ვილჰელმ იაგრიჩი, ხორვატიის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენელი, პროექტის უმცროსი ლიდერი დამირ მიკა და პროექტის მუდმივი მრჩეველი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გეროლდ ფუქსი.

ვილჰელმ იაგრიჩის შეფასებით, საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ავიაციის სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვისა და საავიაციო უსაფრთხოების ამაღლების კუთხით. "ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ავიაციის სექტორისთვის, არამედ შემდგომი განვითარების კუთხით. ეს შედის როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების ინტერესებში“ - აღნიშნა პროექტის ლიდერმა.

„TWINNING"-ის პროექტის მხარდაჭერით:

☑დასრულდა სამოქალაქო ავიაციის მოქმედი კანონმდებლობის ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობის ანალიზი, გამოიცა ანგარიში სამართლებრივი ჩარჩოს განსხვავებების შესახებ. შემუშავდა ევროპული რეგულაციების გადმოტანისა და დანერგვის სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც, სულ იდენტიფიცირებული იქნა 80 ევროპული რეგულაცია საავიაციო სექტორისათვის, აქედან პრიორიტეტულად განისაზღვრა 20-მდე რეგულაცია, რომლებზეც აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ევროპელ ექსპერტებთან ერთად;

☑განხორციელდა საავიაციო უსაფრთხოებასთან (ევროკომისიის რეგულაცია 1321, PART 145, PART M, 340, 965, 216), საავიაციო უსაფრთხოების მართვასთან, ავიასპეციალისტების სერტიფიცირებასთან, საჰაერო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული რეგულაციების სამართლებრივი ანალიზი, საავიაციო სისტემაზე, ინდუსტრიაზე, გარემოზე და მომხმარებლებზე ზეგავლენის შეფასება, მათი დანერგვის დროში გაწერა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

☑შესწავლილ იქნა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს არსებული ფუნქციონალური სტრუქტურა და მისი შესაძლებლობები, შიდა პროცესები და პროცედურები, მომზადდა და სააგენტოსთან შეთანხმებით დამტკიცდა შესაბამისი ანალიზი, შემუშავდა რეკომენდაციები;

☑განხორციელდა 41 სხვადასხვა მიმართულების ექსპერტის 151 სამუშაო მისია (შეხვედრები, სემინარები, ტრეინინგები);

☑სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალისტების სასწავლო ვიზიტები შედგა „ავსტროკონტროლში“, ხორვატიის სამოქალაქოო ავიაციის სააგენტოში და გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალურ ორგანოში;

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი - "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან" მიზნად ისახავდა ქვეყანაში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის სრულყოფასა და მისი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების სტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ გაძლიერებას. პროექტის ბენეფიციარ ორგანიზაციას წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA). ევროკავშირის მხრიდან პროექტს უძღვებოდნენ: ავსტრიის საავიაციო ხელისუფლება და სააერნაოსნო მომსახურების საწარმო - „ავსტროკონტროლი" და ხორვატიის საავიაციო სააგენტო (CCAA). პროექტმა მუშაობა 2015 წლისივნისში დაიწყო და მისი ბიუჯეტი 1,23 მილიონ ევროს შეადგენდა.

 

« Back

ამინდი თბილისში

© 2011, GCAA - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო